Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
Biographyალექსანდრე მაჭავარიანი დაიბადა 1872 წელს. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის სალიანის 206-ე ქვეით პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით. 1914-1918 წლებში ამავე პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. შტაბს-კაპიტანმა მაჭავარიანმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 16 აგვისტოს სოფელ დუბოვოსთან (ბელორუსია) ბრძოლაში, როდესაც ხელჩართულ შეტაკებაში კონტრიერიშით უკუაგდო გერმანელთა შეტევა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის პოზიციებზე. ამ დამსახურებისთვის მიიღო გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“. ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის, წმინდა ანას და წმინდა ვლადიმერის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რამდენჯერმე იყო დაჭრილი და 1916 წელს მიიღო კაპიტნის ჩინი. 1918-1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა და საქართველოს წითელ არმიაში ქართული დივიზიის პირველი პოლკის უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში და იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი ბოლშევიკმა ჩეკისტებმა 1923 წელს თბილისში დააპატიმრეს და იმავე წლის 20 მაისს სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. მისი ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“ Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |