The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილარიონ თეიმურაზის ძე ჯაში

ილარიონ თეიმურაზის ძე ჯაში
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პუბლიცისტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ილარიონ ჯაში 1892 წელს განჯის გუბერნიაში განამწესეს. იგი ყოველთვის რწმენის თავისუფლების მომხრე იყო და ყველა სარწმუნოებას ერთგვარი პატივისცემით ეპყრობოდა. მღვდელი ილარიონი თვლიდა, რომ რწმენას, განსაკუთრებით რელიგიურს, ფიზიკური ძალით უნდა ეწინააღმდეგო: რამდენადაც მომეტებულად უწყებ კაცს დევნას რწმენისათვის, იმდენად უფრო განამტკიცებ მას თავის რწმენაზე, ზნეობრივად ანუ ნივთიერად მავნე ცრუსარწმუნოებანი უნდა მოისპოს არა პოლიციის საშუალებით, არამედ ხალხის გაცნობით ისტორიასთან, ბუნების მოვლენის მიზეზებთან და სხვ. ხალხთა შესასწავლად საჭიროა მოიკრიბოს ხალხში დარჩენილი ცრუმორწმუნოებანი, აღიწეროს სხვადასხვა ადათები და სხვ.

    მღვდელი ილარიონი განჯიდან თბილისის ამაღლების ეკლესიაში გადმოიყვანეს. იგი თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სარწმუნოებრივ, ხალხის ზნე-ჩვეულებათა, საისტორიო და სხვა საკითხებზე.

    მღვდელი ილარიონ ჯაში ”საეკლესიო ფონდის” დაარსების იდეით გამოდიოდა, ფონდის შევსების წყაროების მოძიების აუცილებლობას ხშირად ახსენებდა სამღვდელოებას და თვლიდა, რომ ხელფასები მათ სახელმწიფოსგან ან მრევლისგან კი არა, ამ ფონდიდან უნდა მიეღოთ.

    1905 წლის განმათავისუფლებელი მოძრაობის დამარცხების შემდეგ ხელისუფლება სამღვდელოებას სამადლობელი პარაკლისების გადახდას ავალებდა, ხოლო ავტოკეფალიის აღდგენის მესვეურები რეპრესიების მსხვერპლნი შეიქნენ. ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა მღვდელი ილიაც, თუმცა სამღვდელოების ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ამ პერიოდშიც არ შეწყვეტილა და კვლავაც მთელი სიმძაფრით მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: