The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ივანეს ძე თევდორაშვილი

ვასილ ივანეს ძე თევდორაშვილი
ოფიციალური სახელი:ვასილ ივანეს ძე ჯანიაშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1869  (155 წლის)
კატეგორია:მუშა, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

    ვასილ თევდორაშვილი დაიბადა 1869 წლის 5 თებერვალს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში გლეხის ოჯახში.

    ვასილ თევდორაშვილმა თბილისში, კუკიის, ეკატერინე ასათიანის პირველდაწყებითი სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სახელოსნებო სკოლაში ჩააბარა, საიდანაც ზეინკლის ჩინით გამოვიდა. 1893 წლიდან თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა.

    1889-1890 წლებიდან უბნურ წარმოდგენებში მონაწილეობდა, ხოლო 1893 წელს,  სხვა თანატოლ ხელოსან-სცენის მოყვარეებთან (იოსებ იმედაშვილი, გიორგი ჯაბაური, დავით შველიძე, ის. ძნელაძე, ამირან ნიკოგოსოვი, მ. თუშმალიშვილი) ერთად, თბილისში საფუძველი ჩაუყარა მუშათა თეატრს,  ე.წ. „ავჭალის აუდიტორიას“. იგი გახლდათ  ხელოსანთა ამხანაგობის წრის პირველი თავჯდომარე.

     1900-იანი წლებიდან რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.  მის სახლში ცხოვრობდნენ განთქმული პოლიტტერორისტები და მათ პოლიტიკურ-რევოლუციურ მუშაობას ყოველნაირად ხელს უწყობდა.

     1910 წელს მისი სახლის ქვედა სართულში მოთავსებული იყო რ.ს.დ.მ. პარტიის არალეგალურ გამოცემათა სტამბა და იარაღის საწყობი.

     1910 წელს, პოლიტიკურ საქმეში მონაწილეობისათვის, მეფის მთავრობამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა, ხოლო 8 თვის შემდეგ, 5 წლით, დონის როსტოვში გადაასახლა, საიდანაც დაბრუნებულს, როგორც არაკეთილსაიმედოს, რკინიგზაში სამსახურის ნება აღარ მისცეს და რევოლუციის შემდეგ კვლავ კულტურულ-პარტიულ მუშაობაში ჩაება.

     ვასილ თევდორაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სცენის მოყვარე ხელოსანთა ამხანაგობის წრე , პირველი თავჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: