The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე არისტინეს ძე ლებანიძე

იოანე არისტინეს ძე ლებანიძე
დაბადების თარიღი:1872  (152 წლის)
გარდაცვ. თარიღი:191?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოანე ლებანიძე დაიბადა 1872 წელს გლეხის ოჯახში.

   1894 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და იმავე წელს ნახიჭევანის წმინდა ვლადიმერის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1901 წელს აქედან გათავისუფლდა, თბილისში ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ბერძნულ ეკლესიაში დაადგინეს და ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. პარალელურად ხარფუხის მე-3 სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1902 წლიდან ხარფუხის მე-4 სკოლის საღვთო სჯულისა და ყველა საგნების მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წელს ხარფუხის ორკლასიან სკოლაში გადაიყვანეს.

   1906 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ელიზავეტოპოლის გუბერნიის, ფრეზევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს და ფრეზევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულისა და ყველა საგნის პედაგოგად დაინიშნა.

   1909 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1909 წელს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გამოეცხადა.

   1911 წელს გერისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადაიყვანეს და ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის მეთვალყურედ, საღვთო სჯულისა და გალობის მასწავლებლად დანიშნეს.

   1912 წელს ზანგეზურის ციხის დირექტორად დაადგინეს.

   1914 წელს გერუსინის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად განამწესეს, ამასთანავე გათავისუფლდა ორკლასიანი სკოლის მეთვალყურის თანამდებობიდან.

   1914 წლიდან მამა იოანე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განჯის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და აქტიურად იყო  ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1915 წელს 11 ივნისს სკუფია უბოძეს.

   მამა იოანეს ჰყავდა მეუღლე სოფიო გიორგის ასული და შვილი ქრისტესია. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

გააზიარე: