The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დუდე ძნელაძე

დუდე ძნელაძე
ოფიციალური სახელი:დავით ყარამანის ძე ძნელაძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1971  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

  დუდე ძნელაძე დაიბადა 1889 წელს ხაშურში, მრეწველ ყარამან ძნელაძის ოჯახში.

  დაწყებითი განათლება ხაშურში მიიღო და სწავლა გააგრძელა თბილისის რეალურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ მოსკოვის კომერციულ სასწავლებელში, სადაც თეატრალურმა ცხოვრებამ გაიტაცა და ამან განაპირობა მისი შემდგომი ცხოვრება.

   1913 წელს დუდე ძნელაძე სამშობლოში დაბრუნდა და ხაშურის სცენისმოყვარეთა წრის მუშაობაში ჩაება, როგორც მსახიობი და როგორც რეჟისორი.

   1917 წლიდან დუდე ძნელაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1918 წელს დუდე გიორგი ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში სწავლობდა.

   დუდე ძნელაძე ხაშურის შემდეგ მოღვაწეობდა ქუთაისის, თბილისის, აჭარის და ბოლოს კვლავ ხაშურის სცენებზე, სადაც მან პირველად დადგა ჰაჯიბეკოვის ოპერეტა "არშინ მალ-ალან".

   1918 წლიდან იგი ქართველ მსახიობთა კავშირის გამგეობის წევრი იყო და ამ კავშირში მის რეორგანიზაციამდე ირიცხებოდა. მოგვიანებით ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო ბათუმსა და ქუთაისში.

   1927 წელს დუდე სოხუმში მიავლინეს, სადაც ქართული თეატრი დააარსა. მალე იგი კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისის თეატრში მსახიობად მიიწვია.

    1927 წლიდან დუდეს ფილმებში იღებდნენ. იგი მონაწილეობდა „იბრაგიმ და გოდერძიში“, „ჯანყი გურიაში“, „ღრუბელთა თავშესაფარში“ და სხვა.

   1930 წლიდან დუდე ძნელაძე მოძრავი მუსიკალური კომედიის საკოლმეურნეო თეატრის თითქმის ყველა დადგმას ხელმძღვანელობდა. დუდე გახლავთ თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია და იგი 18 წლის მანძილზე ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში. სცენაზე 100-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული და დადგმული 50-მდე სპექტაკლი.

  1942 წელს, სამამულო ომის დღეებში წითელი არმიის ნაწილებს 329 წარმოდგენა და 107 საშეფო კონცერტი გაუმართა.

  1943 წელს  საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

   დუდე ძნელაძე გარდაიცვალა 1971 წლის 12 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრალური საზოგადოება, თავჯდომარის მოადგილე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: