The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ევტიხი ხუნდაძე

ევტიხი ხუნდაძე
დაბადების თარიღი:1889  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:გამომგონებელი

ბიოგრაფია

   ევტიხი ხუნდაძე დაიბადა 1889 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება მიიღო სოფლის სკოლაში.

   1908 წლიდან, ბაქოს ნავთის ქარხანაში მუშაობის დაწყებისთანავე, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და სხვადასხვა საწარმოში არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა.

   1919 წლიდან თბილისში ზეინკლად მსახურობდა ცეკავშირის მექანიკურ სახელოსნოში და პოლიგრაფტრესტის სტამბებში.

   1928 წლიდან თბილისის აბრეშუმის ქარხანაში საქსოვი საამქროს მექანიკოსად დაიწყო მუშაობა.

   ევტიხი ხუნდაძემ თავისი გამოცდილებითა და დაუღალავი მუშაობით გამოიგონა: დგიმების საჭრელი მანქანა (რისთვისაც პრემია მიეცა), ავტომატური მასრა, რაც ზოგავდა მასალას, წუნს ამცირებდა და აბრეშუმის ნახვეწებს სრულიად სპობდა.

   ხუნდაძის გამოგონებებს საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული.

   ევტიხი ხუნდაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1930-იან წლებში

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: