The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია ზურაბის ძე აბაშიძე

ილია ზურაბის ძე აბაშიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1916
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

     ილია აბაშიძე დაიბადა იმერეთში, სოფელ სავანეში.

     ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1904 წელს შევიდა სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერები) პარტიაში და ხელმძღვანელობდა ესერების ჭიათურის მებრძოლ რაზმს.  აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში, როგორც მებრძოლი რაზმის ხელმძღვანელი. რეაქციის დაწყების შემდეგ, როცა რაზმი დაიქსაქსა, საბრძოლო იარაღი სოფელ სავანეში თავის სახლში გადამალა და სამი წლის განმავლობაში უვლიდა.

    ილია აბაშიძე გარდაიცვალა 1916 წლის 3 აგვისტოს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები), წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: