The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ნიკოლოზის ძე ბურჭულაძე

გიორგი ნიკოლოზის ძე ბურჭულაძე
სხვა სახელი:ბიძია გოგია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1883  (140 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი ბურჭულაძე დაიბადა 1883 წლის 30 დეკემბერს თელავში. დაამთავრა თელავის საქალაქო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1906 წელს დაამთავრა.

   1906 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და განთავისუფლების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ მიიღეს. 1908 წლიდან იძულებული იყო კერძო სასწავლებლებში პედაგოგად ემუშავა.

    1906 წლიდან თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან და პუბლიკაციებს აქვეყნებდა „ცნობის ფურცელში“, „განათლებასა“ და „ნაკადულში“. მისი ერთ-ერთი პუბლიკაცია ეხებოდა ამიერკავკასიის გერმანელთა კოლონიების ცხოვრებას.

   1912 წელს პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში აიმაღლა კვალიფიკაცია.

   1918 წელს, ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, გიორგი ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღო მათემატიკისა და ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დამუშავებაში. ამ სამუშაოსთვის მასალები ძველი ქართული ხელნაწერებიდან ამოკრიბა. მან პირველმა შეადგინა არითმეტიკის მეთოდიკა.

   გიორგი ბურჭულაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: