The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი

ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სოციოლოგი

ბიოგრაფია

  ეკატერინე შიუკაშვილი დაიბადა თელავის მაზრის სოფელ ზემო ხოდაშენში. იგი გახლდათ ცნობილი დრამატურგის, ნიკო შიუკაშვილის და. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიური განყოფილება

  ეკატერინე გახლდათ ფრანგული ენის პედაგოგი. 20-იან წლებში იგი თავადაც წერდა პიესებს და თელავის თეატრში დგამდა. ეკატერინე გახლდათ მსახიობ მარინე თბილელის აღმზრდელი. სწორედ მას მიუცია თბილელისათვის პირველი როლები.

   ეკატერინე შიუკაშვილი - „უმაღლესი განათლებაც აღარაა მხოლოდ პრივილეგირებულ ერთეულთათვის მინიჭებული მადლი, რადგანაც იგი სულ უფრო მიიჩნევა, როგორც აუცილებელი და საზოგადო რამ. ქართველ ქალთა რიცხვი, როგორც რუსულ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად იზრდება. ამრიგად, ქართველმა ქალებმა უფლებები არამხოლოდ თავიანთ ოჯახებში მოიპოვეს, არამედ ქართულ საზოგადო წრეებშიაც: სტიპენდიები თანაბრად იყოფა კაცებსა და ქალებს შორის".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

გააზიარე: