The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პავლე გვატიას ძე აკობია

პავლე გვატიას ძე აკობია
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1940  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

ქართველი რევოლუციონერი, ცნობილი ქართველი ხალხური მომღერლისა და ლოტბარის - ბეგლარ აკობიას ძმა. თავის თავს სოციალისტ-ფედერალისტს უწოდებდა. დაიბადა სოფელ კახათში (ახლანდ. ზუგდიდის რაიონი). ზუგდიდის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების (1892) შემდეგ სწავლა ზუგდიდის ოთხკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში განაგრძო. 1898 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა თბილისში, კავკასიის III მსროლელთა ბატალიონში, საიდანაც გაიქცა და დააპატიმრეს.

1902 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1904 წელს გამოსცა წიგნები "იმედი", "ალექსანდრე მესხია და საუბარი თვითშემეცნებაზე". აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, სპირიდონ კეიდიასთან, იასონ ჩიჩუასთან და ლეო შენგელაიასთან (ქიაჩელთან) ერთად სამეგრელოს რევოლუციური კომიტეტის წევრი იყო. 1906-1909 წლებში იმალებოდა. პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმ "თავისუფალი"-ს სახელით.

1909 წელს კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. იგი შვიდ წელზე მეტ ხანს იყო გადასახლებაში. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. ჯანმრთელობა შერყეული პავლე აკობია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. ბევრს წერდა სხვადასხვა საკითხზე. 1925 წელს, 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის მასალების შემკრებ კომისიას თავისი მოგონებები გადასცა. სიცოცხლის ბოლო წლები განმარტოებით, სოფელში ცხოვრობდა.

პავლე აკობია თავის ნაშრომებში წერს ცნობილ ადამიანებზე, სამეგრელოს ელიტაზე, გენერლებზე. ქართველ რევოლუციონერს აქვს შეფასებები იმ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ნაწერებში ჩანს მისი დამოკიდებულება 1905 წლის რევოლუციაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

გააზიარე: