|
სევერიან ივანეს ძე მუსერიძე
Date of birth: | 18?? |
Date of death: | 1937 |
Category: | Writer, Journalist |
Biography
დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში. თავდაპირველად ფოთში, ხოლო 30-იანი წლებიდან კი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1937 წლის დასაწყისში თბილისში გარდაიცვალა ავადმყოფობით.
ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. წერდა და თარგმნიდა. ჟურნალებში: „ლახტი“(1914-1925წწ.) და „თანამედროვე აზრი“ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსები, სხვადასხვა პუბლიკაცია; აგრეთვე თარგმანები, ძირითადად ლექსები და ნაწყვეტები პოემებიდან(ლერმონტოვი, ბალმონტი...). ფოთში გამოცემულ გაზეთში - „ახალი კოლხეთი“ (1972 წლის საიუბილეო ნომერში) წერია, რომ ამ გაზეთის(რომელსაც თავდაპირველად „მუშის ხმა“ ეწოდებოდა) პირველი რედაქტორი 1921 წლიდან სევერიან მუსერიძე იყო. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იგი არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი და ფოთში განათლების სისტემის ხელმძღვანელი იყო.
ნინო მუსერიძე
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1916-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)
|