The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სამსონ სვანიძე (დეკანოზი)

სამსონ სვანიძე
დაბადების თარიღი:1869  (155 წლის)
გარდაცვ. თარიღი:192?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   სამსონ სვანიძე დაიბდა 1869 წელს მღვდლის ოჯახში.

   1892 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს სოხუმის ეპისკოპოსმა აღათოდორემ (პრეობრაჟენსკი) დიავნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და გალის რაიონის სოფელ რეპის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში განამწესა.

   1894 წელს სოხუმის მაზრის მე-5 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა და ამავე წლის 15 აპრილიდან მთავარხუცესად განამწესე.

   1895 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1900 წელს აფხაზეთში, სოფელ ბარღების წმინდა გიორგის ტაძარში გადაიყვანეს.

   1901 წელს სკუფია უბოძეს.

   1902 წელს მეორე გალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესეს და სამურზაყანოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1904 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1913 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1916 წლიდან მღვდელი სამსონი გახლავთ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  სამურზაყანოს განყოფილების წევრი.

   1917 და 1920 წელს, როგორც სამურზაყანოს ოლქის დელეგატი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

   1919 წელს ცხუმ-აფზახეთის ეპარქიის, I ოლქის (სამურზაყანო) მთავარხუცესია, 1921 წელს ისევ მთავარხუცესად იხსენიება და უკვე დეკანოზის წოდება აქვს.

   დეკანოზ სამსონ სვანიძის შემდგომი ბედი უცნობია. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: