The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ივანეს ძე თავდგირიძე

ალექსანდრე ივანეს ძე თავდგირიძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1889  (135 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე თავდგირიძე დაიბადა 1889 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, ღარიბი გლეხის ოჯახში. კლასიკური განათლება არ მიუღია და ეწეოდა თვითგანვითარებას.

   1909 წელს პირველად გამოჩნდა სცენაზე ს. ივანიძის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლში - „დამარცხებულნი“ და ასრულებდა ნიკო ბერდიაშვილის როლს.

   1909-1915 წლებში მუშაობდა ავლაბრის სახალხო აუდიტორიასა და სახალხო სახლში.

   1924-1925 წლებში ტრამვაის მუშათა კლუბის დრამწრეს ხელმძღვანელობდა და თავადაც ასრულებდა როლებს.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობდა წარმოდგენებით.

   1923 წელს სახალხო სახლში საღამო გაუმართეს. გადაღებული იყო მხატვრულ ფილმში „ვინ არის დამნაშავე“ პოლისმენის როლში.

   საზოგადოებრივ-სამეურნეო სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით სცენას ჩამოშორდა.

   ალექსანდრე თავდგირიძე თვლიდა, რომ „ჩვენი თეატრი უნდა იყოს სოციალისტური იდეოლოგიის მატარებელი, ასეთივე - მსახიობი და, მით უმეტეს, დრამატურგიც... სცენაზე ერთნაირად საჭიროა ავტორი-დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი. ერთი მეორის დამატებაა, მაგრამ ნიჭიერ მსახიობს უპირატესობა აქვს.“

   ალექსანდრე თავდგირიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: