The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლუკა მაქსიმეს ძე ელბაქიძე

ლუკა მაქსიმეს ძე ელბაქიძე
დაბადების თარიღი:1865  (159 წლის)
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

     ლუკა ელბაქიძე  1865 წელს რაჭის მაზრის სოფელ წესში.  სამაზრო ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის რკინიგზაში მუშად დაიწყო მუშაობა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

     1898 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში მუშაობდა, როგორც ორგანიზატორი და მუშათა შორის წარმოდგენების მმართველი და წერა-კითხვის უცოდინარობის მოსპობის მიზნით წრეების მომწყობი.

     1905 წელს, სომეხ-თათართა შეტაკების დროს, რაზმის წევრი იყო, შემდეგ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლ რაზმში იბრძოდა და იმავე წლის დეკემბერში ნაძალადევში, მუშათა შეიარაღებულ რაზმში მონაწილეობდა, როგორც რაზმის უფროსი. კაზაკებმა დაჭრილი შეიპყრეს და აწამეს. მიუხედავად სასტიკი დევნისა, ყოველ დემონსტრაციაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა.

    1906 წლის 1 იანვარს პოლიტიკურ გაფიცვაში მონაწილეობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან და ჟანდარმერიის პოლიციის განკარგულების თანახმად კავკასიის ფარგლებს გარეთ გადაასახლეს. 

    1907 წელს, პოლიტიკურ-რევოლუციური მოღვაწეობისთვის, შეიპყრეს და ვიატსკის გუბერნიაში, მალმიჟის მაზრაში გადაასახლეს, საიდანაც 1908 წელს გამოიპარა. 1909 წელს, სხვებთან ერთად, მეტეხის ციხეს დაეცა ამხანაგთა გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც თბილისს გაეცალა და ბათუმში წავიდა, სადაც ბერიძის გვარით ცხოვრობდა. ბათუმში კვლავ დააპატიმრეს და ხელახლა გადაასახლეს ყირიმში, საიდანაც მალევე დაბრუნდა სამშობლოში.

   1917 წლის გადატრიალების შემდეგ ისევ აღადგინეს თავის სამსახურში. მისი შემდგომი მოღვაწეობა ცნობილი არ არის. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: