The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გივი ივანეს ძე ამილახვარი

გივი ივანეს ძე ამილახვარი
ოფიციალური სახელი:გიორგი ივანეს ძე ამილახვარი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1874
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1943  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი, სანტ-ჟენევიევა-დე-ბისის რუსული სასაფლაო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   გივი ამილახვარი დაიბადა 1874 წლის 25 აპრილს კავალერიის გენერლის ივანე გივის ძე ამილახვარისა და თავადი ანა ალექსანდრეს ასული ერითავისოჯახში.
   1892 წელს გივი ამილახვარმა თბილისის კადეტთა კორპუსი დაამთავრა და გაამწესეს  44-ე  ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში.წარმატებით დაამთავრა ოფიცერთა საკავალერიო სკოლა. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მათ შორის მუკდენის ბრძოლაში, რისთვისაც მიენიჭა მე-4 ხარისხის წმინდა ანა და მე-3 ხარისხის წმინდა სტანისლავის მედლები ხმლებით და ბანტით
   ამილახვარი მიწვეული იყო იმპერატორ ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძის და იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდორის ასულის კორონაციზაციაზე.
   1899 წელს ლეიტენანტის წოდება მიიღო, 1903 წელს შტაბის კაპიტნის და 1907 წელს კაპიტნის.
   1905-1914 წლებში იგი გახლდათ კავკასიის გუბერნატორის, კავალერიის გენერალი გრაფი ვორონცოვი-დაშკოვის ადიუტანტი.
   1914-1818 წლებში გივი ამილახვარი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.
   1914 წლის აგვისტოდან დაღესტნის მე-2 საცხენოსნო პოლკის მეთაური გახლდათ და ამავე წელს ლეიტანანტ პოლკოვნიკის ჩინი მიიღო, ხოლო 1915 წელს პოლკოვნიკის.
   1916 წლიდან გივი ამილახვარი გალდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.
   1916 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო და წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის მედალი მიიღო.
   1917 წელს გივი ამილახვარმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო.
   1923 წლიდან, გივი ამილახვარი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა და მუშაობდა ტაქსის მძღოლად.
   1934 წლიდან საცხენოსნო სპორტის მთავარი  საბჭოს წევრი იყო
    გივი ამილახვარი გარდაიცვალა 1943 წლის 15 ნოემბერს პარიზში და დაკრძალულია სანტ-ჟენევიევა-დე-ბისის რუსულ სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - „წმინდა გიორგი“ ოქროს იარაღი
  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის მედალი ხმლებით და ბანტით
  • წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: