The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ამბროსი ნესტორის ძე ინწკირველი

ამბროსი ნესტორის ძე ინწკირველი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1888
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1969  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ამბროსი ინწკირველი დაიბადა 1888 წლის 28 თებერვალს გურიის სოფელ ბახვში.

   პირველდაწყებით განათლება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა. უმაღლესი განათლების მისაღებად კიევში გაემგზავრა და კომერციული სასწავლებლის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები.

   ამბროსი ინწკირველმა პედაგოგიური მოღვაწეობა 1903 წლიდან დაიწყო სოფელ ნაგომარის დაწყებით სკოლაში. შემდეგ ბუკისციხის ორკლასიან და ბახვის უმაღლეს დაწყებით სკოლაში მუშაობდა.

   1915 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

   1916 წელს ბათუმში გახსნა კომერციული ცოდნის კურსები, სადაც ბუღალტერიას და კომერციულ გამოანგარიშებას ასწავლიდა.

   1917 წლიდან ინწკირველი გახლდათ ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის განყოფილების წევრი.

   1919 წელს თბილისის ქალაქის გამგეობის მდივნად დაინიშნა.

   ამბროსი ინწკირველი სახვადასხვა დროს მუშაობდა ფოთში, ბათუმსა და თბილისში. 1918 წელს ფოთის ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა, 1921 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1923 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორად, ხოლო 1927 წლიდან თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმში მუშაობდა.

    ამბროსი ინწკირველმა, 1924 წელს, ბუღალტერიაში პირველმა შეადგინა სერიოზული სახელმძღვანელო "საბანკო ანგარიშწარმოება" ქართულ ენაზე.

    1930 წელს დოცენტის წოდება მიენიჭა და ყოფილი საფინანსო-ეკონომიური ინსტიტუტის პროფესორად და ანგარიშმცოდნეობის კათედრის გამგედ დაინიშნა.

    1931 წლიდან გახლდათ საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის უკათედრო პროფესორი და იმავდროულად საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის უკათედრო პროფესორი.

    1933 წელს უნივერსიტეტის დოცენტად მიიწვიეს, 1932 წელს  ა/კ დაუსწრებელ საფინანსო-ეკონომიურ ინსტიტუტში კონსულტანტად და სახალხო მეურნეობის აღრიცხვის კათედრის გამგედ, 1935 წელს საქართველოს ორგაღრიცხვის სასწავლო სააღრიცხვო-ეკონომიური კომბინატის დირექტორის მოადგილედ და სასწავლო ნაწილის გამგედ და ამავე წელს კავშირგაბმულობის ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა. ყველა ამ თანამდებობას ასრულებდა თბილისის უნივერსიტეტში მუშაობასთან შეთავსებით. 

   1938 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საბალანსო მეთოდი ბუღჰალტერიაში“, რისთვისაც ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. იგი ცნობილია, როგორც გამოცდილი პედაგოგი.

    1938 წელს დაენიშნა პერსონალური აკადემიური პენსია.

   1963 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

   ამბროსი ინწკირველი გარდაიცვალა 1969 წლის 23 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1921)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: