შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე
ბიოგრაფიაგიორგი ჯაფარიძის დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ გამომგონებელი და აგრონომი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ნოვო-ალექსანდრიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის უკანასკნელი კურსიდან, სტუდენტთა პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, გარიცხეს სწავლის გაგრძელების უფლების აღკვეთით. გიორგი ჯაფარიძე რევოლუციურ მოძრაობას მაინც არ ჩამოშორდა, პროკოფი ჯაფარიძის დავალებით თავის ბინაზე, საცდელ სადგურში, მოაწყო არალეგალური სტამბა, სადაც რევოლუციონერთა ყოველ დავალებას ასრულებდა. ჯაფარიძემ საქართველოში, სხვებთან ერთად, პირველმა ჩაუყარა საძირკველი საცდელ აგრონომიულ სადგურს ქუთაისში, რომელიც შემდეგ სოფელ კულაშში გადაიტანეს და ბოლოს სოფელ აჯამეთში, რომლის პირველი და უცვლელი გამგე სიკვდილამდე, 32 წლის განმავლობაში, თავად იყო. გიორგი ჯაფარიძემ დასავლეთ საქართველოში გაავრცელა აგრონომიული ცოდნა და საძირკველი ჩაუყარა აგრო-ტექნიკის განვითარებას: მწკრივად თესვას, სიმინდისა და ტექნიკური კულტურების მექანიზებულ კულტივაციას, გაუმჯობესებული თესლისა და ნერგის გავრცელებას, სოიას და არახისის, ამერიკული ვაზისა და სუბტროპიკული კულტურების - ბამბუკის, რამის, მანდარინის და სხვათა დანერგვას. ყოველივე ეს საცდელმა სადგურმა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით გააკეთა. ბევრი გაუმჯობესება შეიტანა მანქანების გამოყენებაში. მან გამოიგონა ვენახის სამყენი მანქანა და სეკატორი, არახისის სალეწი მანქანა, რამის დეკორტიკატორი და სხვა. გიორგი ჯაფარიძე ცნობილი იყო, როგორც ღრმა ცოდნისა და დიდი გამოცდილების აგრონომი, რომელიც ამ ყველაფერს ხალისით უზიარებდა ყველას, ვინც მიმართავდა. გიორგი ჯაფარიძე გარდაიცვალა 1936 წლის დეკემბერში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |