The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე

გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე
სხვა სახელი:არწივი  (ფსევდონიმი)
გ. ჯავახი  (ფსევდონიმი)
გოლა  (ფსევდონიმი)
გულყვითელა  (ფსევდონიმი)
ლელო  (ფსევდონიმი)
მუმლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1881  (143 წლის)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

  გიორგი მუმლაძე დაიბადა 1881 წლის 23 აპრილს თბილისის მაზრის სოფელ დიდ-ენაგეთში მეცხვარე გლეხის ოჯახში. დაამთავრა იმავე სოფლის სამრევლო სასწავლებელი და გიმნაზიის ოთხი კლასი. შეისწავლა ბუღალტერია და სხვადასხვა სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანკებში ბუღალტრად მუშაობდა.

    1905 წელს, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, ქუთაისის გუბერნატორის ბრძანებით, ციხეში ჩასვეს. ციმბირში გადასახლებაც ელოდა, მაგრამ ახალმა გენერალ-გუბერნატორმა ჯამბაკურ-ორბელიანმა, სხვებთან ერთად, ხალხის გულის მოსაგებად ციხიდან გაათავისუფლა, თან იუკადრია: ამათ უნდა დაამხონ მეფის წყობილებაო და პოლიტპატიმართ დაცინვით მიმართა: „თქვენ მიერ დამყარებულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არ ვიცხოვრებ და არც ვიმსახურებო!“.

   გიორგი მუმლაძე სამწერლო ასპარეზზე 1910 წლიდან გამოვიდა და გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით პუბლიკაციებს აქვეყნებდა.

    სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1910 წელს. წერდა მოთხრობებს, სახუმარო ფელეტონებს, თარგმნიდა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებს და ვოდევილებს, რომლების პროვინციის თეატრების სცენებზე იდგმებოდა.  სხვადასხვა ფსევდონიმებით  პუბლიკაციებს აქვეყნებდა ალმანახ „შუქში“, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში და „სატირიკონში“.

   1916 წლიდან გიორგი მუმლაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი.

    გიორგი მუმლაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: