The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლიდია დიმიტრის ასული მგალობლიშვილი

ლიდია დიმიტრის ასული მგალობლიშვილი
ოფიციალური სახელი:ლიდა დიმიტრის ასული ნიჟარაძე
სხვა სახელი:იმერელი ქალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1968  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

   ლიდა ნიჟარაძე დაიბადა 1878 წლის 12 მაისს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებლის სამი კლასი და ხელი მიჰყო თვითგანვითარებას.

   ლიდია ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პირველი ლექსი 1896 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოაქვეყნა.

   1903 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან. მისი ლექსები იბეჭდებოდა: „ცნობის ფურცელში“, „ივერიაში“, „ნიშადურში“, „თეატრი და ცხოვრებაში“, „საქართველოში“ და ქუთაისის ჟურნალ „მეგობარში“.

   ლიდია ავტორია ცნობილი ლექსისა - "ამას ამბობდა ქართველი, სპარსეთში დატყვევებული...", რომელიც გაზეთი "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა. მისი ლექსები ეროვნულ-რევოლუციური სულისკვეთებითაა გამსჭვალული და ასახავს საზოგადოებრივ-სოციალურ  უსამართლობას.

   1913 წლიდან ლიდია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1960 წელს დაიბეჭდა ლიდია მგალობლიშვილის ლექსთა კრებული.  

   ლიდია ნიჟარაძე-მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: