The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე თომას ძე მაჭარაძე

ალექსანდრე თომას ძე მაჭარაძე
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1917  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    ალექსანდრე მაჭარაძე დაიბადა 1858 წელს. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მეტად მწირია.

    ალექსანდრე გახლდათ სახალხო მასწავლებელი. რვა წელი სოფელ მარტვილში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ ხონში კერძო სასწავლებელი დააფუძნა, რომელიც თანდათან პროგრამით შეავსო და ბოლოს ქალთა საპროფესიო სკოლად გადააკეთა. ხონშივე დააფუძნა სტამბა და სხვა კულტურულ საქმეებშიც მონაწილეობდა. სახალხო განათლების საქმეს 38 წელი თავგამოდებით ემსახურებოდა.

    ალექსანდრე მაჭარაძე გარდაიცვალა 1917 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: