შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ მაჭარაშვილი დაიბადა 1835 წელს გორის მაზრის სოფელ ალში. ამ სოფელში მცხოვრებ მაჭარაშვილთა გვარიდან არაერთი სასულიერო პირი იყო. ამის შესახებ თვით სოფელში არსებული კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის ეზოში მიმოფანტული საფლავის ქვები გვამცნობენ. 1879 წლიდან გრიგოლ მაჭარაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი, ხოლო 1886-1900 წლებში ამავე საზოგადოების დამხმარე წევრი ქალაქ ფოთში. 1887 წელს გრიგოლ მაჭარაშვილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1892 წლის 15 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა, ხოლო 1895 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი. 1896 წელს დეკანოზი გრიგოლი ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავჯდომარედ დაინიშნა. 1900 წლის აღდგომას ენქერი უბოძეს. გრიგოლ მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 16 სექტემბერს ფოთში. გაზეთ ,,ივერიის” 1902 წლის სექტემბრის ნომერში, ფოთის ქალაქის გამგეობა იუწყება, რომ გარდაიცვალა დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი, ფოთის ქალაქის წევრი და მისთვის ფოთის საკათედრო ტაძარში გადახდილი იქნება წირვა და პანაშვიდი. მისი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ კი გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა, რომ სოფელ ალში მის დაკრძალვას დაესწრო ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო მის მაგივრად მიბრძანებულა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ხალხი დაესწრო, რომელსაც წინ მიუძღოდა ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს საეპარქიო საბჭოსაგან, მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. მღვდელ-მთავრის წირვაზე გალობდა მგალობელთა ორი გუნდი: ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გურულ-მგალობელთა გუნდი გურულ კილოზე და ალის სამრევლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |