The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კორნელი ლუკას ძე მაღრაძე

კორნელი ლუკას ძე მაღრაძე
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1936  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

  კორნელი მაღრაძე დაიბადა 1866 წელს ზესტაფონის მაზრის სოფელ წევაში, სასულიერო პირის, დეკანოზ ლუკა მაღრაძის ოჯახში.

   თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის სემინარიაში.

  1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ კორნელი ლუკას ძე მაღრაძის ფელეტონი „ჭინკობის თვე იმერეთში“ გამოქვეყნდა.

   1906 წლიდან კორნელი მაღრაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამავე საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

  კორნელი მაღრაძე გარდაოიცვალა 1936 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1906-)

გააზიარე: