The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე

ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე
Date of birth:1886
Date of death:July, 1946  (at 60 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Mathematician, Educator, Politician, Publicist

Biography

    ივანე ჭავჭანიძე დაიბადა 1886 წელს ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, შეძლებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

     ივანე ჭავჭანიძე სტუდენტობის პერიოდიდანვე გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიის მასწავლებლად და კოოპერატიულ დაწესებულებებში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან და აქვეყნებდა ბელეტრისტულ და დრამატულ ნაწარმოებებს.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჭავჭანიძე  ხონის ქალაქის თავად აირჩიეს.

    1919 წლის 12 მარტს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ივანემ დატოვა სამშობლო, ცხოვრობდა საფრანგეთში და აგრძელებდა პარტიულ ორგნაზაციებში მუშაობას.

    ივანე ჭავჭანიძე გარდაიცვალა 1946 წლის ივლისში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: