შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი![]()
ბიოგრაფიაილია წინამძღვრიშვილი დაიბადა 1834 წლის 1 სექტემბერს (ძვ.სტ.) დუშეთის მაზრის სოფ. წინამძღვრიანთკარში. 1855 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრონომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად (კოლეჟსკი სეკრეტარი), მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. ილია წინამძღვრიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ყველა საქმიანობაში. იმის გამო, რომ იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |