The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი (დეკანოზი)

გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   დეკანოზ გაბრიელ ცაგარეიშვილის დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია.

   დეკანოზი გახლდათ ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორა) მღვდელი. 1888 წლის 19 ივნისს მან ტაძარში წირვა აღავლინა.

  1896 წლიდან დეკანოზი გაბრიელი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

  1896 წელს იგი ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზად იხსენიება.

  1897-98 სასწავლო წელს დეკანოზი გაბრიელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი იყო.

  1889 წელს გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის (ქიქოძე) თაოსნობით ქუთაისში ეპარქიული სასწავლებლის გახსნა გადაწყდა. შეიქმნა კომიტეტი რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა დეკანოზი გაბრიელი. 

  1906 წლიდან დეკანოზი გაბრიელი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

  1921 წელს ბოლშევიკებმა მოახერხეს და გაიგეს სადაც იყო გადამალული საეკლესიო განძეული. განძის დამალვაში ბრალი დასდეს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარის, რომელიც დააპატიმრეს. მიტროპოლიტის საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალი დასდეს სობოროს მღვდელ გაბრიელ ცაგარეიშვილს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

გააზიარე: