The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე

გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე
სხვა სახელი:კორტოხელი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1937  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:მუშა, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი ჩხეიძე დაიბადა 1874 წელს სოფელ დიდ-ჯიხაიშში გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. სამი კლასი დაამთავრა და შემდეგ ხელი მიჰყო თვითგანვითარებას.

   1896 წლიდან მარქსისტებს დაუახლოვდა და მარქსისტების ჯგუფში გაერთიანებული მუშათა ყველა რევოლუციურ გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას.

   1900-იანი წლებიდან მის ბინაზე ხშირად იმართებოდა არალეგალური კრებები.

   1900 წლიდან გიორგი ჩხეიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1901 წელს, მთავრობის მიერ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრთა შეპყრობის შემდეგ, სხვებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო რსდმპ თბილისის ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და მუშაობის გაძლიერებაში, პირველადი დემოკრატიული პრინციპით არჩეული კომიტეტის შექმნაში. განაგებდა  ამ ორგანიზაციის არალეგალურ წიგნთსაცავს, სალაროს და სტამბას.

   1902 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და ციხიდან მშობლიურ სოფელში გადაასახლეს, სადაც გლეხებში რევოლუციური მუშაობა გააჩაღა.

   1903 წელს აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს და 1905 წლამდე ირკუტსკის გუბერნიაში, ბალაგანის მაზრაში იმყოფებოდა.

   1905 წლიდან თბილისში მუშათა საერთო გაფიცვას ხელმძღვანელობდა და 1908 წლამდე თბილისის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

   1908 წელს კვლავ შეიპყრეს და 1909 წელს ირკუტსკის ოლქის ახალ ყალიმში გადაასახლეს, საიდანაც 1910 წელს გამიქცა, ბაქოში ჩავიდა და მეკაშვილის გვარით რევოლუციური მუშაობა განაგრძო.

   1914–1917 წლებში კვლავ თბილისის სოციალ-დემოკრატიულ (ბ) ორგანიზაციაში მუშაობდა.

   გიორგი ჩხეიძე პარტიულ-რევოლუციური მუშაობისათვის სამუშაოდან რამდენჯერმე იქნა დათხოვილი. მუშაობდა სამრეწველო-სადაზღვევო სალაროს თავმჯდომარედ. საბჭოთა წყობილების დროს პერსონალური პენსია დაენიშნა.

   1937 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო დააკავეს და ბრალად წაუყენეს ტერორისტული, მემარჯვენე ორგანიზაციის ხელმძღვანელი წევრობა. მონაწილეობდა ორგანიზაციის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობაში და პირადად მემარჯვენე ცენტრის ხელმძღვანელის გერმანე მგალობლიშვილის დავალებით ეწეოდა ფართო კონტრრევოლუციურ და გადაბირებით საქმიანობას.

   1937 წლის 28 დეკემბერს სასამართლო სხდომა შედგა. გაასამართლა შინსახკომის სამეულმა და მიუსაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.

  1937 წლის 30 დეკემბერს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ), წევრი (1896-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: