The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი

გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:მარტი, 1852
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1922  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:გამომცემელი, მესტამბე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გრიგოლ ჩარკვიანი დაიბადა 1852 წელს თბილისში.

   1871 წელს ჩარკვიანი გახლდათ ერთ-ერთი წევრი ნაძალადევის თეატრის დაარსების ინიციატორებისა.

   1875 წელს იოსებ მელიქიშვილთან ერთად დაიწყო წიგნების გამოცემა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ამ საქმეს დამოუკიდებლად მოკიდა ხელი.

   1879-1880 წლებში საკუთარი სტამბა გახსნა, რითაც დიდად შეუწყო ხელი ქართული მწიგნობრობის აღორძინების საქმეს.

   გრიგოლ ჩარკვიანმა გამოსცა გრიგოლ რჩეულიშვილის „თამარ ბატონიშვილი“, „ვეფხისტყაოსანი“, „სურამის ციხე“, „დემონი“ და სხვა.

    1889 წელს ჩარკვიანმა შეადგინა და გამოსცა: საერო კალენდარი მხატვრობით, 1904 წელს  ძმობის კალენდარი ქართველთა, კათოლიკეთა, სომეხთა, მაჰმადიანთა და ებრაელთა კედლის კალენდარი (გამოსცემდა 30 წლის განმავლობაში).

    1890-იან წლებში თბილისში გახსნა წიგნთსავაჭრო, სადაც იმ დროის მოწინავე ქართველი მოღვაწე-მწერლები იკრიბებოდნენ. ეს წიგნთსავაჭრო იმ დროს ნამდვილი კლუბი იყო ქართველი ინტელიგენციისა. აქ წყდებოდა ქართული წიგნების გამოცემის უმწვავესი და ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხები.

   1895–1896 წლებში ნაძალადევში გადასახლდა, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ არ იყო, რკინიგზელი მუშები თვითნებურად ესახლებოდნენ და მიწებსა და სახლებს იბევებდნენ. აქ ჩარკვიანმა გარს შემოიკრიბა ადგილობრივები, საზოგადოებრივი მუშაობა გააჩაღა და დიდად შეუწყო ხელი ნაძალადევის დასახლების განვითარებას.

    1897 წელს ნაძალადევში, თავის სახლში, წარმოდგენა გამართა, რომლის შემოსავალი სკოლის დაარსებას დაუდო საფუძვლად და მალე სკოლაც გაიხსნა, რომელიც 1897 წელს აკურთხეს.

    1898 წელს მუშა-ხელოსანთა ამხანაგობა შექმნა, რომელმაც მუშებისთვის მუდმივი სახალხო წარმოდგენების გამართვა დაიწყო.

    1910 წელს წარმოდგენების მმართველი საზოგადოება დააარსა ნებადართული წესდებით, საკუთარი სათეატრო შენობა მოიპოვა, სადაც სახალხო წარმოდგენები იმართებოდა სხვადასხვა ენაზე და საძირკველი ჩაუყარა ნაძალადევის (პლეხანოვის სახ.) თეატრის აგებას.  ნაძალადევში წარმოდგენების მართვასა და სათეატრო საქმეს ჩარკვიანმა დიდი ამაგი დასდო, თუმცა უსიამოვნებაც ბევრი შეხვდა.

    გრიგოლ ჩარკვიანი გარდაიცვალა 1922 წლის 9 მარტს და დაკრძალულია მეუღლესთან, ქართველ კათოლიკე ელისაბედ ჩიგიანთან ერთად კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: