The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე

სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე
ოფიციალური სახელი:სიმონ ბესარიონის ძე ღოღაბერიძე
დაბადების თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სიმონ ღოღობერიძე დაიბადა ქუთაისში, აზნაურ ბესარიონ ღოღობერიძის ცნობილ ოჯახში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შემდეგ სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.

   1879 წლიდან სიმონ ღოღობერიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1879 წელს სიმონ ღოღობერიძემ ორიგინალიდან, ფრანგულიდან თარგმნა მ. დე პეისონელის „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“, რომელიც „ივერიაში“ დაიბეჭდა.

    1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ სიმონ ღოღობერიძე ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის მზრუნველად დანიშნა.

    1886 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში სკოლა გაიხსნა. ამ საქმეში თავდაუზოგავი შრომა გასწიეს ძმებმა სიმონ და გიორგი ღოღობერიძეებმა. ეს იყო მათი დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. 

    1889 წელს, ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე, სვიმონ ღოღობერიძე ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს და სხვა წევრებთან ერთად მას  სკოლის წესდების შედგენა დაევალა.

    1896 წელს სიმონ ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დაინიშნა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1897 წელს, ავადმყოფობის გამო, თავად სთხოვა გამგეობას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. თხოვნა დაუკმაყოფილეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადეს და მის ადგილზე ალექსანდრე გარსევანიშვილი დაინიშნა.

     ქუთაისში ჩასული ილია ჭავჭავაძეძირითადად სიმონ ღოღობერიძის ოჯახს სტუმრობდა ხოლმე. 1896 წელს ილია ექვთიმე თაყაიშვილსა და ლევან ჯანდიერთან ერთად სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს ესტუმრა და სკოლის სანახავად ერთად წავიდნენ. ილიას  საპატივცემულოდ ქუთაისის სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც იგი გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანსაც შეხვდა, დიდი სუფრა გაიშალა, ხოლო ღამის გასათენებლად ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.

   სიმონ ღოღობერიძე გარდაიცვალა მშობლიურ ქუთაისში. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: