The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ევგენი (გენო) დავითის ძე ქობულაშვილი (თავადი)

ევგენი (გენო) დავითის ძე ქობულაშვილი
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:1915  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   ევგენი ქობულაშვილი დაიბადა 1856 წელს. იგი გახლდათ სამეფო ოჯახის წევრი, თეკლა ბატონიშვილის შვილიშვილი. ჰყავდა მეუღლე  ნინო ელიზბარის ასული ერისთავი (ქსნის ერისთავი) და ქალიშვილი დარია ქობულაშვილი.

   1904 წლიდან ევგენი ქობულაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, სამოქალაქო ვალის აღსრულებისას მოწინავე პოზიციებზე გარდაიცვალა სახადით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1911)

გააზიარე: