The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე

პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 1966  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მესტამბე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაიბადა ქ.ზესტაფონში . სწავლობდა ქ. კიევის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომის სპეციალობით. 1905 წელს დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისათვის და გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში. დაბრუნდა მეუღლესთან –აგრაფინა ნიკოლოზის ასულ ჩუკჩინასთან ერთად .იყო ზესტაფონის თეატრის დირექტორი, წიგნების და საკანცელარიო საქონლის მაღაზიის მეპატრონე, ქონდა სტამბა. 1930 წლიდან პენსიაში გასვლამდე იყო ბუკინისტური მაღაზიის გამგე თბილისში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1911-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

გააზიარე: