შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე
ბიოგრაფიალონგინოზ კიკვიძე დაიბადა 1878 წელს რაჭაში. 1895 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელი 1901 წელს დაამთავრა. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1903 წელს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დინიშნა. 1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს. 1913 წელს სკუფია უბოძეს. 1914 წლიდან მამა ლონგინოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების და ამავე დროს, გამგეობის წევრიც. მამა ლონგინოზის შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი გარდაიცვალა 1950-იან წლებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |