The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანდრია ივანეს ძე კაპანაძე

ანდრია ივანეს ძე კაპანაძე
დაბადების თარიღი:1838
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1916  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ხელოსანი

ბიოგრაფია

   ანდრია კაპანაძე დაიბადა 1838 წელს.

   ანდრია გახლდათ საზოგადო მოღვაწე, ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტ-აღმზრდელთაგანი ქართველი მუშა-ხელოსნებისა,  ქართულ ჟურნალ-გაზეთების კითხვით თვითგანვითარებული მკერავი ხელოსანი, რომელმაც ბევრი მუშა-ხელოსანი აღზარდა თბილისში.

  ანდრია მუდამ ხელს უწყობდა ქართულ მწერლობას და პროგრესულ პიროვნებად ითვლებოდა. იგი ყველანაირად ეხმარებოდა ახალგაზრდა მუშებსა და ხელოსნებს. არჩეული იყო მკერავთა ჰამქრის უსტაბაშად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, სახელოსნო გამგეობა

გააზიარე: