The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი ექვთიმეს ძე კალანდარაშვილი

დიმიტრი ექვთიმეს ძე კალანდარაშვილი
სხვა სახელი:დ. კალ-ლი  (ფსევდონიმი)
დიმ-კალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დიმიტრი კალანდარაშვილი დაიბადა გურიაში.

   დიმიტრი კალანდარიშვილი ეგნატე ნინოშვილთან შეხვედრამდე ხალხოსანი იყო, ხოლო 1889 წლიდან მაქრსისტული მსოფლმხედველობისაკენ გადაიხარა.

   1892 წელს, სოფელ ნიგოითში, ეგნატე ნინოშვილთან ერთად მოაწყო და ხელმძღვანელობდა არალეგალურ წრეს, სადაც არალეგალური შინაარსის წიგნებს კითხულობდა და სოციალისტურ თემებზე საუბრობდა. დიმიტრი კალანდარაშვილის ოჯახი ახალი მოძრაობის მესაიდუმლედ ითვლებოდა.

   1893 წელს, ზესტაფონში, პირველ მარქსისტულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

   1896 წელს, მამასახლისმა და მღვდელმა კალანდარაშვილის მიერ შედგენილი წრე ქუთაისის გუბერნატორთან დაასმინეს - „ნიგოითში არიან ღვთის უარისმყოფელნი და ხელმწიფის მოწინააღმდეგენიო“, რის გამოც, სხვებთან ერთად, ოზურგეთის მაზრის უფროსის განკარგულებით, თბილისში გადაასახლეს, სადაც იგი მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.

   1898-1900 წლებში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პირველი კომიტეტის წევრი იყო. წერდა საგაფიცვო ფურცლებს და  გაზეთებშიც თანამშრომლობდა.

   1900 წლიდან დიმიტრი კალანდარაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

   1901 წელს მისი ბინა გაჩხრიკეს და ციხეში ჩასვეს, როგორც სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მომუშავე.

   დიმიტრი კალანდარაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: