The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი

ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1846
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1926  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ეგნატე იოსელიანი დაიბადა 1846 წლის 1 დეკემბერს გორში აზნაურის ოჯახში.

   პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და სწავლა თბილისის პირველ გიმნაზიაში გააგრძელა. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა და სატყეო აკადემიაში ჩააბარა, რომლის მე-3 კურსიდან პეტროვის სამიწათმოქმედო ინსტიტუტში გადავიდა და 1874 წელს დაამთავრა. აქ სწავლის პერიოდში გაეცნო და დაუახლოვდა რუსეთის 1860-იანი წლების მოწინავე თაობასა და რუს ხალხოსანთა რევოლუციურ მოძრაობას. რუსეთში დიდძალი წიგნები შეიძინა და თბილისში ჩამოიტანა, რომლებიც გაზეთ „დროების“ ირგვლივ შეკრებილ ახალგაზრდობას გადასცა, რომლებმაც ამ წიგნებით წიგნთსაცავი-სამკითხველო გამართეს. ამ სამკითხველოში დაიარებოდნენ საშუალო სასწავლებელთა ახალგაზრდები, ქართულ, სომხურ და რუსულ ჟურნალ-გაზეთების მეთაურ-თანამშრომელნი. იოსელიანი გახლდათ თბილისის საჯარო რევოლუციური ბიბლიოთეკის მესაძირკვლე.

    ეგნატე იოსელიანს საკუთარ ბინაზედაც ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, , საიდანაც ყველას ურიგებდა წიგნებს, თანაც ურჩევდა რა უნდა წაეკითხათ და რაზე გაემახვილებინათ ყურადღება. იოსელიანმა  გარს შემოიკრიბა სასწავლებლის გარეთ დარჩენილი ახალგაზრდობა და მათგან  რევოლუციური რაზმი შეადგინა, რომლის წევრები შემდეგში ხალხში მოიფინნენ რევოლუციური აზრების გასავრცელებლად.

   1876 წელს, აქტიური რევოლუციური მუშაობისთვის, ჟანდარმერიამ გაჩხრიკა, დიდძალი არალეგალური ლიტერატურა ჩამოართვა დადააპატიმრა. სამი წლის პატიმრობია შემდეგ, 1878 წელს, ჯერ ირკუტსკის, ხოლო შემდეგ ორენბურგის გუბერნიაში გადაასახლა, საიდანაც რამდენიმე წლის შემდეგამნისტიით  გათავისუფლდა.

   ეგნატე იოსელიანი „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების“ მუდმივ მდივნად იქნა არჩეული. მონაწილეობდა სხვადასხვა კომისიებში, თანამშრომლობდა ჟურნალ „იმედში“ და „ივერიაში“.

   ეგნატე იოსელიანი გახლდათ სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ნიკოლოზ II  თბილისში ჩამოსვლის დროს, მეორედ გადაასახლეს ქალა პეტროვსკში, როგორც მეფის ხელისუფლებისთვის არასაიმედო პიროვნება.

    ეგნატე იოსელიანმა აღზარდა ხალხოსნური მიმართულების უამრავი მოღვაწე, რომლების საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ხალხის გათვითცნობიერებას ემსახურებოდნენ. იგი მფარველი, ხელშემწყობი და მოსარჩლე იყო ყოველი დევნილისა. მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო ხალხის სრული გათავისუფლება ყოველგვარი მჩაგვრელებისაგან, თვითმპყრობელობის დამხობა და მიწების გლეხობის ხელში უფასოდ გადაცემა. რევოლუციური თავდადებული მუშაობისა და ახალგაზრდობის გათვითცნობიერებისათვის ზრუნვის გამო, იოსელიანს სიჭაბუკეშივე დაარქვეს „რევოლუციის პატრიარქი“.

   სიმონ ხუნდაძის სიტყვით, ეგნატე იოსელიანი თითქმის პირველი შეეხო ჩვენს მწერლობაში ეროვნული საკითხის თეორიულ მხარეს, რომლის აზრითაც, „ნაცია, ერი, პირველად საზოგადო ასპარეზზე, როგორც მფლობელი თავისთავისა და თავის მიწა-წყლისა, გამოვიდა მეთვრამეტე საუკუნეში. ამ საუკუნეში თითქმის პირველად იწყო მეცნიერებამ, ფილოსოფიამ ხალხის ჩაგონება, დანახვა - რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს ნაცია სახელმწიფოში... ფილოსოფიამ გამოააშკარავა ის მიზეზები, რომელნიც ხელს უშლიდნენ სამოქალაქო თავისუფლებას, ხალხთა (ერთა) ერთმანეთთან თანასწორობას“.  ეგნატე იოსელიანი დიდ სახელმწიფოში შემავალ მცირე ერთა თვითმმართველობასა და ავტონომიას მოითხოვდა.

   ეგნატე იოსელიანი გარდაიცვალა 1926 წლის 21 ნოემბერს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1903-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N6

გააზიარე: