The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი (დეკანოზი)

სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:1856  (169 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   სამსონ იმნაიშვილი დაიბადა 1856 წელს თელავის მაზრაში მღვდლის ოჯახში.

   1880 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1886 წელს დაამთავრა.

   1887 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1893 წელს იგი წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. იმავე წელს აირჩიეს სასულიერო დეპუტატად საეპარქიო სხდომაზე და დაინიშნა სამეთვალყურეო კომისიაში, რომელსაც ევალებოდა თელავის სასულიერო სასწავლებლის გარემონტებაზე ზრუნვა.

   1896 წელს კეთილსინდისიერი შრომისათვის მადლობა გამოეცხადა და მასვე დაევალა თელავის სასულიერო სასწავლებელში არსებულ ეკლესიაში ახალი კანკელის დაყენება.

   1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1897 წელს თელავის სანთლის ქარხნის საწყობის სარევიზორო კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 12 წელი იმუშავა.

   1897 წელს მღვდელი სამსონი თელავის მაზრის მე-3 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიესხოლო 1899 წელს  მთავარხუცესად დაინიშნა.

   1899 წელს სკუფია უბოძეს. 1904 წელ კი კამილავკა ეწყალობა.

    1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს, ხოლო 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უწყალობეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1928 წლის მონაცემებით მვდელი სამსონი ისევ წინანდლის ეკლესიის წინამძღვარია, ხოლო 1929 წლიდან საბუთებში უკვე აღარ იხსენიება და მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე მინადორა თომას ასული და შვილები: ევგენი, ნინო და თამარი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1911 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: