The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ ილარიონის ძე იაშვილი

იოსებ ილარიონის ძე იაშვილი
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1919  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოსებ იაშვილი დაიბადა 1847 წელს თელავის მაზრის სოფელ გურჯაანში მღვდლის ოჯახში.

   1869 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელი 1875 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც არ დაუმთავრებია.

   1879 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ოზაანის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

   1880 წლიდან მამა იოსები გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1890 წლის აღდგომაზე სკუფია უბოძეს.

   1897 წელს კამილავკა უწყალობეს.

   1902 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობაოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1906-1909 წლებში გურჯაანის სოფელ ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

   1908 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1910 წელს, მოხუცებულობის გამო, თავისი თხოვნით, შტატიდან გადადგა.

   მღვდელი იოსები 1919 წლის 19 თებერვალს სოფელ გურჯაანში გარდაიცვალა და გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1899)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1908 - სამკერდე ოქროს ჯვარი

გააზიარე: