The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ იოსების ძე იაშვილი

ვლადიმერ იოსების ძე იაშვილი
სხვა სახელი:ლასინი  (ფსევდონიმი)
შავ-ბიჭა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1910  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ირკუტსკის გუბერნია, სოფელი უსტ-უდე
კატეგორია:მწერალი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

    ვლადიმერ იაშვილი დაიბადა 1872 წელს ზემო იმერეთის სოფელ არგვეთაში მწიგნობრობით განთქმულ ოჯახში. სწავლობდა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ გორის საოსტატო სემინარიაში.

     ბავშვობიდანვე გულჩვილ ვლადიმერ იაშვილს, ყოველგვარი უსამართლობა, ადამიანისაგან ადამიანის დაჩაგვრა აწუხებდა. ხაშურის რკინიგზის დეპოში მუშაობის დროს გაეცნო მუშების გაჭირვებულ ყოფა-ცხოვრებას. 

     1899 წლიდან, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, თბილისის რკინიგზის დეპოში რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რის გამოც 1901 წელს დააპატიმრე, მეტეხის ციხეში ჩასვეს და სამი წლით არხანგელის გუბერნიაში გადაასახლეს.

    1903 წელს, ავადმყოფობის გამო, გაათავისუფლეს და 1904 წლიდან სოფელ არგვეთსა და საჩხერის რაიონში მოაწყო არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციები, მართავდა მიტინგებს, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტებს, შემოიღო რევოლუციური მართვა-გამგეობა, გლეხობა თავადაზნაურთა წინააღმდეგ აამხედრა, ორგანიზაციის სასარგებლოდ ფულს კრებდა, შექმნა მთავრობის საწინააღმდეგოდ მებრძოლი წითელი რაზმი და მეფის მთავრობის დასამხობად დაუცხრომლად ამზადებდა ხალხს.

    ვლადიმერ იაშვილი მწერლობასაც მისდევდა და აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში. ფსევდონიმებით წერდა ლექსებსა და მოთხრობებს ჟურნალ „კვალში“ და „ჯეჯილში“., როგორიც

   1906 წლის რეაქციის დროს, ვლადიმერ იაშვილი, სხვა რევოლუციონერებთან ერთად, საჩხერის არემარეს გაეცალა, მაგრამ გაბრაზებული მეფის მთავრობა ვლადიმერის ძმას, როსტომს მიუვარდა, სახლ-კარი გადაუბუგა და ცოლ-შვილიანად უბინაოდ დატოვა. მთავრობისაგან დევნილი ჭალის მთასა და ქუთაისის ზოგიერთ ოჯახში აფარებდა თავს, შემდეგ კი კისლოვოდსკში გადაიხვეწა, სადაც მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვა მოაწყო, რის გამოც შეიპყრეს და პიატიგორსკში გაგზავნეს ბადრაგის თანლებით, მაგრამ გაქანებული მატარებლიდან გადახტა, რაჭას შეაფარა თავი და ფარულად ცხოვრობდა. ცოტა ხანში დასთან თავშეფარებული სოფელ გუბში დააპატიმრეს, ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს და ერთი წლის შემდეგ ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც 1912 წელს ჭლექით დაავადებული გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: