The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე

მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე
ოფიციალური სახელი:მიხეილ მახარებლის ძე სიხარულიძე
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   მიხეილ   სიხარულიძე დაიბადა გურიაში, დაბადების თარიღი უცნობია.

   მიხეილი გახლდათ  სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი და ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას.  უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მირებული და თანამშრომლობდა გერმანულ ბანკებთან.  იგი აქტიურად  მონაწილეობდა  ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

  მიხეილ სიხარულიძის კვალი 30-იან წლებში იკარგება. მას დარჩა ერთი შვილი, შოთა სიხარულიძე,  რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ქერჩში  დაიღუპა.

  შემორჩენილია მიხეილ სიხარულიძის ფოტო, რომელსაც აქვს ასეთი წარწერა: „მიხეილ სიხარულიძე და მიხეილ ჯავახიშვილი გაზეთ „ისრის“ რედაქციაში, 1907 წ.“

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: