The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი მახარობლის ძე სიხარულიძე

გიორგი მახარობლის ძე სიხარულიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი მახარობელის ძე სიხარულიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1924
კატეგორია:ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   გიორგი  სიხარულიძე დაიბადა ჩოხატაურის მაზრის სოფელ კოხნარში 1880-იან წლებში, დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია.  უმაღლესი განათლება მიღებული ჰქონდა გერმანიაში და თანამშრომლობდა გერმანულ ბანკებთან.

   გიორგი სიხარულიძე ოჯახთან და ძმასთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა და ეწეოდა ბიზნეს და საზოგადოებრივ საქმიანობას.

  1907 წლიდან გიორგი სიხარულიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და საზოგადოებას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

   1909 წელს გიორგი სიხარულიძემ თხოვნა გაუგზავნა „წერა-კითხვის საზოგადოების“ მთავარ გამგეობას სამტრედიაში განყოფილების გახსნის თაობაზე. თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა 1910 წელს, გიორგი სიხარულიძე ახლად გახსნილი სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს და ამ მოვალეობას იგი 1915 წლამდე ასრულებდა. ამ პერიოდისთვის „წერა-კითხვის საზოგადოებას“ დიდ ჯიხაიშში, საჭილაოში, მუხიანსა და კულაშში სამკითხველოები ჰქონდა გახსნილი.

   1912 წელს, გიორგი სიხარულიძე განყოფილების თავმჯდომარეობის პარალელურად, საზოგადოების სამტრედიიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედაც იქნა არჩეული.

   გიორგი სიხარულიძე ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიას და ოკუპაციის შემდეგ აჯანყებულებს იარაღის შეძენაში ეხმარებოდა. იარაღი შემოჰქონდა გერმანიიდან, რისთვისაც 1924 წელს ბოლშევიკებმა ნადირობისას მოკლეს. იგი დაკრძალეს სამტრედიაში საკუთარ კარმიდამოში (დღევანდელი საავადმყოფოს ტერიტორია).

    გიორგის მეუღლე გახლდათ ანეტა ონისიმეს ასული მამაგეიშვილი და ჰყავდათ ორი შვილი: გოგი და თორნიკე სიხარულიძეები. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ანეტა რამდენიმე  წელი, შვილებთან ერთად,   სამტრედიაში დარჩა.  თუმცა  ბოლოს ბოლშევიკულმა რეჟიმმა ჩამოართვა სახლი, მამულები,  ოჯახის მთლიანი ქონება   და შვილებთან  ერთად თბილისში გადმოასახლეს, ჯანაშიას ქუჩაზე ნახევარსარდაფში. გიორგის ცოლ-შვილმა, როგორც "ხალხის მტრის" ოჯახმა, ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ნათესავებთან,  სამტრედიასთან და  გურიასთან  და ცხოვრება თბილისში გააგრძელა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მუდმივი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების თავმჯდომარე (1909-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

გააზიარე: