|
ბესარიონ იროდიონის ძე ოქროპირიძე
Date of birth: | 1886 |
Date of death: | 1964 (at 78 years) |
Category: | Medical Doctor |
Biography
დაიბადა ქ. გორში. 1912 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ტროპიკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოში მალარიის ლიკვიდაციაში დიდი დამსახურებისთვის ხარისხი მიეკუთვნა დისერტაციის დაუცველად. დოცენტი (1935). შესრულებული აქვს შრომები ლეიშმანიოზზე, ბრუცელოზზე, სპრუზე და სხვა ტროპიკულ ავადმყოფობებზე.
მეუღლე იულიანა ლიუტენბერგერი.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)
|