შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე ალფონსის ძე თუმანიშვილი
ბიოგრაფიაივანე თუმანიშვილი დაიბადა 1884 წლის 14 აგვისტოს გორში, ქართველ, აღმსარებლობით კათოლიკე თავადაზნაურის ალფონს თუმანიშვილისა და ვერონიკა ზუბალაშვილის ოჯახში. დედა გახლდათ თბილისში სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოს (ე.წ."არამიანცი") დამაარსებელთა შთამომავალი. ივანე თუმანიშვილმა უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში მიიღო. 1915 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. XX საუკუნის 20-იან წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დიპლომატიური განყოფილების გამგედ. უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა აჭარის რეგიონში, აჭარისწყლის ჰესის სამმართველოს მდივნის თანამდებობაზე. ჰყავდა მეუღლე მართა ვაჩნაძე და ქალიშვილი ვერონიკა. (შემდგომში თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ დამსახურებული პედაგოგი). 1937 წლის 26 თებერვალს ე.წ. ფაშისტური აგიტაციის ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს ქალაქ ბათუმში, ხოლო 1937 წლის 17 სექტემბერს მესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. განაჩენი იმავე დღეს იქნა სისრულეში მოყვანილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო კოლეგიის მიერ. განაჩენი ხელმოწერილია სტალინის, მოლოტოვის და კაგანოვიჩის მიერ. საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |