შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი
ბიოგრაფიაგერვასი ბარათაშვილი დაიბადა 1877 წელს დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1899 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და 1900 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1902 წლიდან ამავე სასწავლებლის პედაგოგიცაა, საიდანაც 1904 წელს გათავისუფლდა. 1904 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1904 წლის 19 ნოემბერს მერევის წმინდა გიორგის ტაძარში გადაიყვანეს, ხოლო 1905 წელს მერევის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლიდან გათავისუფლდა მერევიდან და ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და შუქრუთის წმინდა მარინეს ეკლესიის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. 1908 წლის 20 სექტემბერიდან სვერის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1917 წელს იმერეთის ეპარქიის დროებით მმართველობაში შედიოდა. 1917 და 1920 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებზე. 1918-1922 წლებში ჭიათურის ოლქის მთავარხუცესად განამწესეს. 1920 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზ გერვასის ჰყავდა მეუღლე ვერა სვიმონის ასული კასრაძე და ორი შვილი: ვახტანგი და მარიამი დეკანოზი გერვასი გარდაიცვალა 1944 წლის 1 მაისს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |