The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ტიხონ ალექსის ძე ასათიანი

ტიხონ ალექსის ძე ასათიანი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეცენატი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     1910 წელს ტიხონმა პავლე მეფისაშვილთან ერთად ქუთაისში გახსნა კინოთეატრი"რადიუმი". ასევე პავლესთან ერთად, მათ მთლიანად დააფინანსეს და ტექნიკურად უზრუნველყვეს ოპერატორი ვასილ ამაშუკელი, რომელმაც მაღალ მხატვრულ დონეზე აღბეჭდა ფირზე " აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში".

    ფილმის პრემიერა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, ტიხონ ასათიანისა და პავლე მეფისაშვილის მფლობელობაში არსებულ კინოთეატრ "რადიუმში" გაიმართა. ჩვენებას აკაკიც დაესწრო, შეიკრიბა ნაღები საზოგადოება, უკრავდა კინოთეატრის ორკესტრიც... ფილმი აჩვენეს თბილისში, ჭიათურაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ბაქოსა და სტამბოლში, ასევე ფილმმა მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, მაგრამ ფილმის დანახარჯმა ეტყობა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შემოსავალს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: