The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე (თავადი)

ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა „ქართველი ხალხის პეტიცია“. პეტიციაში ეწერა, რომ რუსეთმა  1783 წელს დადებული „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პირობები დაარღვია. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენაში დახმარებას სთხოვდნენ. ხელმომწერთა შორის იყო ექიმი ექვთიმე ვაშაკიძე, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი გახლდათ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოჩის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

გააზიარე: