The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რევაზ შალვას ძე ერისთავი

რევაზ შალვას ძე ერისთავი
სხვა სახელი:თ. რ. შ. ე.  (ფსევდონიმი)
რ. ერ.  (ფსევდონიმი)
შ. ე.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:1899  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    რევაზ ერისთავი დაიბადა 1827 წელს დუშეთის მაზრის სოფელ ოძისში. იგი გახლდათ სამხედრო და იყო გვარდიის როტმისტრი. გორის მაზრის უფროსად ყოფნის დროს გორის საზაფხულო როტონდა ააშენა. რევაზ ერისთავს ცოლად ჰყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის და - ეკატერინე ბარათაშვილი.

    მე-19 საუკუნის 50-იან წლებში რევაზ ერისთავი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და ფინანსურადაც ეხმარებოდა გამომცემლობას. პოპულარული იყო მისი ლექსები: "ბიძაჩემს ყაფლანს" და "ყაფლან ორბელიანს". ამავე დროს იგი მთარგმნელობითაც იყო დაკავებული და თარგმნილი ჰქონდა პუშკინის, ლერმონტოვის და ჟუკოვსკის ნაწარმოებები.

    რევაზ ერისთავმა თარგმნა კოზლოვსკის პოემა „შეშლილი“, რომელსაც 1861 წელს გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ და რომელიც საფუძვლად დაედო „მამათა და შვილთა“ ბრძოლას.

    ანტონ I კათალიკოსის გრამატიკისა და თეორიტიკის უპირატესობის მაღიარებელი რევაზ ერისთავი, წინაპრებს ესარჩლებოდა და აქებდა: „თუ ჩვენს ისტორიას ჩავათვალიერებთ, დავრწმუნდებით, რომ არც ერთ დროს უქმად არ ყოფილან ჩვენნი წინაპარნი, ძილის დროსაც კი მართლა მოსვენებით არ სძინებიათ“-ო.

    რევაზ ერისთავი გარდაიცვალა 1899 წელს. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:გორი

გააზიარე: