The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე

დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე
სხვა სახელი:D. Шемокмедели  (ფსევდონიმი)
ბროლი  (ფსევდონიმი)
დ. შემოქმედელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1871
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 1932  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოზურგეთი, სოფელი შემოქმედი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დიმიტრი დუმბაძე დაიბადა 1871 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში.

   1890 წელს, სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი, გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა და 1891 წელს ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია. იმავე წელს ყვარელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და 1891-1901 წლებში ყვარლის რეალური სასწავლებლის გამგე გახლდათ.

   1916 წლიდან დიმიტრი დუმბაძე თბილისში მოღვაწეობს და პუშკინის სახელობის გიმნაზიის გამგედ დაინიშნა. 1918 წლიდან ვაჟთა მე-4 გიმნაზიაში და პარალელურად ჰიდროგეოლოგიურ და ქიმია-ფარმაცევტულ ტექნიკუმებში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

   1908 წლიდან დიმიტრი დუმბაძის რედაქტორობით პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული გაზეთი „Закавказская речь“ გამოდიოდა, სადაც კავკასიის სასწავლო ოლქისა და განათლების სამმართველოს საიდუმლო ცირკულარებს აქვეყნებდა, რომელიც ქართული ენის აღმოფრხვისაკენ იყო მიმართული. ამის გამო დუმბაძე გაასამართლეს, რედაქცია დააჯარიმეს და პრესა დააყადაღეს.

   1913 წელს პეტროგრადში სახელმწიფო სათათბიროს ქართველ დეპუტატებს პირველდაწყებითი სკოლების შესახებ ვრცელი მასალა გაუგზავნა. დიმიტრი დუმბაძე აქტიურად მონაწილეობდა ყველა საზოგადო საქმეში. იქნებოდა ეს ქართული თეატრი,  ქართული გიმნაზიის (ამჟამინდელი თსუ) აშენება, სადაც იგი მშენებლობის კომიტეტის საქმეთა მმართველი და შენობის ზედამხედველი იყო, აგრეთვე გახლდათ ქართული კლუბის მამასახლისთა თავმჯდომარე და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, სადაც მის გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

   1915 წელს დიმიტრი დუმბაძე თბილისის გუბერნიის სახალხო მასწავლებელთა კავშირის დაარსებაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო 1917 წელს პეტრე სურგულაძესთან ერთად საქართველოს პრეს-ბიუროს წესდება შეიმუშავა. 1918 წელს ქართული ენისა და  და საქმის წარმოების პრაქტიკული კურსები და ჟურნალისტთა საზოგადოება დააარსა, რის შემდეგაც მწერალ-ჟურნალისტებმა ამ საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1924 წელს, განათლების სამინისტროს ქართული ენისა და საქმის წარმოების კურსების გამგედ დაინიშნა და ამ მოვალეობას 1930 წლამდე ასრულებდა. წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში სწავლა-განათლებისა და აღზრდის შესახებ. თავის დროზე დიდი ინტერესი გამოიწვია დიმიტრი დუმბაძის სტატიამ „Что такое хороший урок”, რომელიც 1901 წელს „Новое обозрение“-ში დაიბეჭდა.

   დიმიტრი დუმბაძე გარდაიცვალა 1932 წლის 4 ოქტომბერს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ შემოქმედში.

   1960 წლიდან მისი პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1916)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: