The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე

სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე
სხვა სახელი:ს.დ.  (ფსევდონიმი)
სამსონ დ.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1928  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:გამომცემელი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

    სამსონ დათეშიძე, დაიბადა 1860 წელს რაჭაში, დაბა ამბროლაურში.

   1882 წელს თბილისის საოსტატო ინსტიტუტი დაამთავრა და იმავე წლიდან მასწავლებლად მსახურობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და გახლდათ ამ გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი.

   1892 წელს სამსონ დათეშიძე ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის ადმინისტრატორის თანამდებობაზე  აირჩიეს.

   1892 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამავე საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1897-1898 სასწავლო წელს სამსონ დათეშიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრად იყო არჩეული.

   1905 წელს სამსონ დათეშიძემ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

   სამსონ დათეშიძე იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში აკაკის მოგზაურობას უხელმძღვანელა და ახლდა კიდეც პოეტს ამ მოგზაურობაში.

   1919 წლიდან განაგებდა "ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის" სტამბას თბილისში და გახლდათ გაზეთ "კოლხიდას" რედაქტორი.

   სამსონ დათეშიძე რაჭაში აგროვებდა ხალხურ ზეპირსიტყვიერებათა ნიმუშებს: ზღაპრებს, ლექსებს, შაირებს, ლეგენდებს, ანდაზებს და ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებში. ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი.

   სამსონ დათეშიძე გარდაიცვალა 1928 წლის 28 იანვარს და დაკრძალულია ქუთაისში.

.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: