The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი სპირიდონის ძე განძიელი

დაბადების თარიღი:1834
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1906  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ბანკირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თბილისის გრენადელთა პოლკის პრაპორშჩიკი 1863 წელს, როცა ზაქათალის ოლქში ლეკებთან ომში არაერთი გმირობა ჩაიდინა, მიიღო მძიმე ჭრილობა და დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით. შემდეგ მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, ხოლო 1877 წლის რუსეთ–თურქეთის ომში მეთაურობდა ელიზავეტპოლსკის ცხენოსანთა პოლკს. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ხელმძღვანელი ქართული სასოფლო–სამეურნეო ბანკის. მოკლულ იქნა ამ ბანკზე განხორციელებული ძარცვის დროს 6 აპრილს 1906 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

გააზიარე: