შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ანასტასია (ტასო) გიორგის ასული ამირეჯიბი (კნეინა)
ბიოგრაფიაანასტასია ამირაჯიბი დაიბადა 1885 წლის 22 დეკემბერს (ძვ. სტ.) გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში. ტასო ბავშვობიდან კარგად ხატავდა და მოსე თოიძის სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს. ნიჭიერ მოსწავლეს გულისხმიერმა აღმზრდელმა სტიპენდია მოუხერხა უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ თავად ტასომ, იმ მიზეზით, ვაითუ მოლოდინი ვერ გავამართლოო, დახმარებაზე უარი განაცხადა. შემდეგ თვითონ შეაგროვა ცოტაოდენი ფული და მოსკოვში სტროგანოვების სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად წავიდა. მოსკოვში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო და სამშობლოში დაბრუნდა. ტასო ამირაჯიბი წლების განმავლობაში პირველ საშუალო სკოლაში ხატვას ასწავლიდა. მოგვიანებით სამედიცინო ინსტიტუტში მხატვრად მუშაობდა და პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ძველი ხელნაწერების ასლებს იღებდა. ტასო 1914 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. ტასო მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში. იგი გახლდათ გერონტი ქიქოძის მეუღლე. ანასტასია ამირაჯიბი გარდაიცვალა 1968 წლის 11 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |