Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
ალექსანდრე ლევანის ძე გოცირიძე
Biographyალექსანდრე გოცირიძე დაიბადა 1856 წელს რაჭის სოფელ სხვავაში აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში შეისწავლა. 1872 წელს ონის სოფელ ბოყვას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა და 1876 წელს შტატში დამტკიცეს. 1895 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ისევ ბოყვას ტაძარში დაადგინა. 1896 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1896 წელს ბოყვის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წელს სკუფია უბოძეს. 1912 წლიდან მამა ალექსანდრე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1914 წლიდან ამავე საზოგადოების ონის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1918 წელს უკანასკნელად იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მამა ალექსანდრე ჰყავდა მეუღლე რაქილ ტარიელის ასული ჭიჭინაძე და შვილები: ტიტე, ვლასი, აღათონი და აპოლონი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |